ახალი ამბები

“პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე” – სავარაუდო მიმოწერაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

5 ნოემბერი, 2018 • 4518
“პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე” – სავარაუდო მიმოწერაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ფეისბუკში რამდენიმე დღის წინ ე.წ. სქრინები (პირადი მიმოწერის ამსახველი ფოტოები) და ინფორმაცია გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი რეგიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს 16 წელს მიუღწეველთან ინტიმური სახის მიმოწერა აქვს.

შსს-მ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე (გარყვნილი ქმედება) მუხლით  დაიწყო.

“პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე”, – წერს, სავარაუდოდ, მაჟორიტარიდეპუტატი პირად მიმოწერაში მას შემდეგ, რაც თანამოსაუბრისგან სახელი და ასაკი იკითხა.

ნეტგაზეთი არაერთგზის დაუკავშირდა აღნიშნულ პირს კომენტარისთვის, თუმცა მან არც ჩვენ ზარებსა და არც მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა. უცნობია იმ ადამიანის ვინაობა, ვისაც აღნიშნული პირი, სავარაუდოდ, ზემოხსენებულ მესიჯს წერს.

ამჟამად აღნიშნული პირის ფეისბუკ ანგარიში გაუქმებულია.

შესაბამისად, რადგან ნეტგაზეთი ჯერ ვერ ადასტურებს ვერც ერთი მხარისაგან  ინფორმაციის ავთენტურობას,  შეგნებულად არ დავასახელებთ მის სახელსა და გვარს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი