ახალი ამბები

ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 45 აბის ფლობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

5 ნოემბერი, 2018 • 1081
ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 45 აბის ფლობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 45 აბი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი