პოროშენკო და ბართლომე სტამბოლში. ფოტო: EPA/MIKHAIL PALINCHAK HANDOUT

“ისტორიული მომენტი” – კიევსა და კონსტანტინოპოლს შორის შეთანხმება გაფორმდა

უკრაინასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი  პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ მოაწერეს. მხარეები ერთმანეთს სტამბოლში, 3 ნოემბერს შეხვდნენ.

“უნიანის” ცნობით, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა  უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეთანხმება “ისტორიული მომენტია” როგორც უკრაინისა და კონსტანტინოპოლის ურთიერთობებისთვის, ისე მთელი მართლმადიდებლობისათვის.

ფაქტი ორმხრივი ურთიერთობებისთვისა და მთელი მართლმადიდებელი სამყაროსათვის ისტორიულ მომენტად შეაფასა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

შეთანხმება ნაწილია რამდენიმე ჯერ კიდევ აპრილში დაწყებული პროცესისა, რომლის მიზანი უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებაა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიას მინიჭების პროცედურა უკვე დაიწყო. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქომ 11 ოქტომბერს გაავრცელა.

განცხადების თანახმად, კიევის პატრიარქი ფილარიტი კანონიკურ სტატუსს იბრუნებს. ასევე უქმდება 1686 წელს “გარემოებებიდან გამომდინარე” მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს ნება დართეს, კიევის სამიტროპოლია საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.

შესაძლებლობა, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებდა, ცხადი ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა. 23 სექტემბერს, სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

აღნიშნულს უპირისპირდება რუსეთი: მოსკოვის ეკლესიამ ჯერ პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა, 15 ოქტომბერს კი მსოფლიო საპატრიარქოსთან ყველა სახის კავშირს დაუსვა წერტილი. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერით მსოფლიო საპატრიარქო მოსკოვის კანონიკურ საზღვრებს არღვევს.

ქართულ ეკლესიას თავისი ისტორია უნდა ახსოვდეს – ფილარეტი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან