ახალი ამბები

ფიროსმანის “ქალი ლეჩაქით” “სოთბის” აუქციონზე გაიყიდება

3 ნოემბერი, 2018 • 2813
ფიროსმანის “ქალი ლეჩაქით” “სოთბის” აუქციონზე გაიყიდება

ნიკო ფიროსმანის ნახატი “ქალი ლეჩაქით” 27 ნოემბერს “სოთბის” აუქციონზე გაიყიდება. შესაბამისი ინფორმაცია აუქციონის ვებგვერდზეა განთავსებული.

მონაცემების მიხედვით, ნახატის საწყისი ფასი 500-700 000 გირვანქა სტერლინგი (დაახლ. 1 762 000-2 468 000 ლარი) იქნება.  აუქციონი, ლონდონის დროით, 10:30-ზე დაიწყება.

ნამუშევარი რუსული ნახატების სექციაშია განთავსებული, თუმცა ვებგვერდზე ასევე მითითებულია ნიკო ფიროსმანის წარმომავლობა, მისი ბიოგრაფია და საინტერესო ცნობები მხატვრის ცხოვრებიდან.

უშუალოდ აღნიშნულ ნახატთან დაკავშირებით საიტზე ავსტრიელი მწერლის, შტეფან ცვაიგის ისტორიას ვკითხულობთ, რომელიც ფიროსმანის ნამუშევრებს 1928 წელს, მოსკოვში ვიზიტისას გაეცნო:

“ცვაიგმა შეიძინა ნახატი ამ მოგზაურობისას და მალე ის მისი საყვარელი ნამუშევარი გახდა. ის ეკიდა მის სახლში, ზალცბურგში, ავსტრიიდან მის ემიგრაციამდე, 1934 წლამდე, ბრაზილიაში, ლონდონისა და ნიუ იორკის გავით.
…ცვაიგის გარდაცვალების შემდეგ, 1942 წელს, ნახატი მისი პირველი ცოლის, ფრიდერიკ მარია ცვაიგის საკუთრებაში დარჩა მანამდე, სანამ მას დოქტორ ჰარი ზონს აჩუქებდა 1953 წელს. დოქტორმა ზონმა, ცვაიგის საერთაშორიო საზოგადოების დამაარსებელმა და ფრიდერიკის მეგობარმა, ნახატი ნიუ იორკის ფრედონიის საუნივერსიტეტო კოლეჯის ბიბლიოთეკაში მდებარე ცვაიგის ოთახს შესწირა 1981 წელს, სადაც ის აღნიშნულ აუქციონამდე რჩება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი