ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძე საპატრიარქოში მივიდა გიორგი ვაშაძესა და ნიკა რურუასთან ერთად

3 ნოემბერი, 2018 • 8758
გრიგოლ ვაშაძე საპატრიარქოში მივიდა გიორგი ვაშაძესა და ნიკა რურუასთან ერთად

საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 3 ნოემბერს, 13:00 საათისათვის საპატრიარქოში მივიდა.

მასთან ერთად იმყოფება მისი შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე, აგრეთვე, ნიკა რურუა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი.

ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენლები ილია II-ს ხვდებიან.

როგორც გიორგი ვაშაძემ საპატრიარქოში შესვლის წინ უთხრა ჟურნალისტებს, საუბარი შეეხება “ქვეყანაში არსებულ სიტუაციას” —  “მშვიდობიანი მეორე ტური გვინდა, მისი მოსაზრებებიც გვინდა მოვისმინოთ”.

გრიგოლ ვაშაძე განცხადებას გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

2 ნოემბერს საპატრიაქროში შეხვედრა ჰქონდათ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს.

კანაფის ექსპორტის პროექტს უკან გავიწვევთ – გახარია ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ

გარეკანის ფოტოზე: სქრინშოტი ტვ პირველის კადრებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი