ახალი ამბები

კობახიძის თქმით, “ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვას გეგმავს

2 ნოემბერი, 2018 • 3502
კობახიძის თქმით, “ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვას გეგმავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამატებითი რეგულაციების დაწესებას. კობახიძის თქმით, რეგულაციის მიზანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების “ჩარჩოში მოქცევა იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად ნარკოპოლიტიკა”.

“ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება. უახლოეს დღეებში დაიწყება ასეთ კანონპროექტზე მსჯელობა. კიდევ ერთხელ, მიმართულება არის ნარკოპოლიტიკის ჩარჩოებში მოქცევა და საკონსტიტუციო სასამართლოს მისაღები გადაწვყეტილებების ჩარჩოში მოქცევა. როგორ მოხდება ეს და რა ფორმით, ეს არის, რა თქმა უნდა, ტექნიკის საქმე, თუმცა პირნციპლული გადაწყვეტილება ამაზეც არის მიღებული”, – ამბობს კობახიძე. 


საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა – თითქმის სამთვიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს, 16:20 საათზე, ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საუბარია მარიხუანის მხოლოდ მოხმარებაზე და არა კულტივაცია- გაყიდვაზე. გადაწყვეტილება გამოქვეყნების მომენტიდან ძალაშია.

მარიხუანის მოხმარების (და არა გასაღების, კულტივაციის ან ფლობის) ლეგალიზების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 5 აგვისტოს, ქადაგებისას დაგმო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შესახებ და თქვა, რომ “ეს არის ქვეყნის მტრობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი