ახალი ამბები

2019 წლიდან 16 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება 50 ლარამდე გაეზრდებათ – პრემიერი

2 ნოემბერი, 2018 • 3548
2019 წლიდან 16 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება 50 ლარამდე გაეზრდებათ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ოჯახებს, რომლებშიც 16 წლამდე ასაკის ბავშვები იზრდებიან, მომავალი წლიდან მთავრობა დახმარებას 5-ჯერ გაუზრდის.

მამუკა ბახტაძის თქმით, დახმარება თითო ბავშვზე 50 ლარი გახდება და აღნიშნული ინიციატივით 140 000-მდე ბავშვი ისარგებლებს:

“დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომელსაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა არის შესაცვლელი და სწორედ იუნისეფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა.

შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუეტში. შემოგვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე- სოციალურად დაუწველი 6 წლამდე ბავშვები და მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიიღებენ 5-ჯერ მეტ დახმარებას 50 ლარამდე ავწევთ ამ დახმარებას. აღნიშნული ინიციატივა შეეხება 140 000-მდე ბავშვს, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველაფერს გავკაეთებთ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები და ღირსეული მომავალი”, – ამბობს პრემიერი.

ჟურნალისტების კითხვაზე, ახლა რატომ განაცხადა ამ ინიციატივის შესახებ პრემიერმა და ხომ არა ეს წინასაარჩევნო პიარ-სვლა, ბახტაძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე მთავრობა დიდი ხანია მსჯელობს, ბიუჯეტის დაზუსტების პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს და მას საარჩევნო პროცესებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი