ახალი ამბები

გახარიამ და კობახიძემ საპატრიარქოში საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმაზეც იმსჯელეს

2 ნოემბერი, 2018 • 2420
გახარიამ და კობახიძემ საპატრიარქოში საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმაზეც იმსჯელეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან დღევანდელ შეხვედრაზე საპატრიარქოში საკონსტოტიუციო სასამართლოს სტრუქტურის შესაძლო ცვლილების შესახებ იმსჯელეს.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თეორიულად შეუძლია პარლამენტის მიერ მიღბული ყველა გადაწყვეტილების განულება, მათ გადაწყვეტილებას მეტი ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს. როგორც მოსაყდრის თანაშემწე ამბობს, ერთ-ერთი ვარიანტი მოსამართლეთა კოლეგიის გაზრდაა:

“საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების მიღებისას მსჯელობა დავიწყეთ, რომ იყოს გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციები, რომ უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღებას. ანუ, შეიზღუდოს შესაძლებლობა იმისა, რომ ორმა კაცმა მიიღოს გადაწყვეტილება. ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ კოლეგია შედგებოდეს უფრო მრავალრიცხოვანი მოსამართლეებისგან, ვიდრე დღესაა.

ამაზე დავიწყეთ მსჯელობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პარლამენტის მიღებული ნებისმიერი რეგულაციის განულება თეორიულად შეუძლია დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმეკაციან კოლეგიას. გაცილებით უფრო უსაფრთხოს ხდის [პროცესს], თუკი წარმოდგენილი იქნება მოსამართლეების უფრო ფართო შემადგენლობა”, – ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.


საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა – თითქმის სამთვიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს, 16:20 საათზე, ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საუბარია მარიხუანის მხოლოდ მოხმარებაზე და არა კულტივაცია- გაყიდვაზე. გადაწყვეტილება გამოქვეყნების მომენტიდან ძალაშია.

მარიხუანის მოხმარების (და არა გასაღების, კულტივაციის ან ფლობის) ლეგალიზების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 5 აგვისტოს, ქადაგებისას დაგმო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შესახებ და თქვა, რომ “ეს არის ქვეყნის მტრობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი