ახალი ამბები

კანაფის ექსპორტის პროექტს უკან გავიწვევთ – გახარია ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ

2 ნოემბერი, 2018 • 12823
კანაფის ექსპორტის პროექტს უკან გავიწვევთ – გახარია ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს:

” ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის იყო რეგულირების ნაწილი, რომელიც ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს როგორც უსაფრთხოების, ასევე მოხმარების რეგულირების ნაწილში. ვიმსჯელეთ ასევე კულტივაციის თემაზე სამედიცინო მიზნებისთვის.

რა თქმა უნდა, კონტექსტი არსებობს, ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც დაედო ამ საკონონმდებლო ინიციატივას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ დიდი ფაქტორია ამ კანონის ირგვლივ მიიღწეს კონსენსუსი, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია და საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე პარტიაში იყო შეხვედრა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ეს კანონპროექტი გმაოვიტანოთ. 

ეს იყო პატრიარქის და საპატრიარქოს პოზიციაც და ჩვენ დავპირდით, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში ამ კანონპროექტს გამოიწვევს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი დახურულია” ,- თქვა გიორგი გახარიამ.

მარიხუანის სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის წარმოება/ექპორტზე გატანასთან დაკავშირებით ინიციატივის ერთ-ერთი ავტროი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იყო.

როგორც ივანიშვილმა სამ ტელეწამყვანთან ინტერვიუში აღნიშნა, მარიხუანის სამედიცინო/კოსმეტიკური მიზნებისთვის წარმოებითა და ექსპორტზე გატანით შესაძლოა ქვეყნის ბიუჯეტში მილიარდი დოლარი ან უფრო მეტი შევიდეს.

თუმცა კანონპროექტს მოჰყვა საზოგადოების ნაწილისა და საპატრიარქოს კრიტიკა. პარლამენტმა კანონპროექტი შეაჩერა.

ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ   მმართველი პარტია პატივს სცემს პატრიარქს, მის მოსაყდრეს და საზოგადოების აზრს. ქართული ოცნების დამფუძნებლის თქმით, თუ საპატრიარქო დაარწმუნებს ხელისუფლებას, რომ რეალურად არსებობს გარკვეული საფრთხეები მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის კულტივირებაში, ამ კანონპროექტს პარლამენტი არ მიიღებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი