„ვენდის“ საქართველომ „Diamond Award 2018“-მარკეტინგში ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო

იაპონიაში გამართულ ვენდის საერთაშორისო კონვენციაზე საქართველოს „ვენდიმ“ „Diamond Award 2018“ ჯილდო მიიღო. „Diamond Award“ არის ვენდის სისტემაში არსებული უმაღლესი ჯილდო, რომელსაც ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, იღებს ის ქვეყანა, რომელიც წლის მანძილზე გამორჩეული იყო ყველაზე ეფექტური მარკეტინგული აქტივობებით.

ელენე კოხრეიძე, „ვენდის“ მარკეტინგის დირექტორი: „2018 წელი საკმაოდ პროდუქტიულია „ვენდისთვის“. მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. მათ შორის, ერთ-ერთი აღსანიშნავი იყო მექსიკური პროდუქტების „Arrriba Trio“-ს ჩაშვება ქართულ ბაზარზე. ამ პროდუქტებმა დიდი წარმატება მოგვიტანეს, რაც, პირველ რიგში, გაყიდვების ზრდაში აისახა.“

ელენე კოხრეიძე, „ვენდის“ მარკეტინგის დირექტორი

ელენე კოხრეიძე, „ვენდის“ მარკეტინგის დირექტორი

„პროდუქტების ლოკალიზაციამ და ეფექტურმა მარკეტინგულმა აქტივობებმა შედეგად ჩვენს რესტორნებში მომხმარებლების რაოდენობის ზრდა მოიტანეს, რაც, ბუნებრივია, ძალიან გვახარებს და სტიმულს გვაძლევს. საქართველოში დამზადებული, ყოველდღიურად ახალი საქონლისა თუ ფრინველის ხორცი, პური და სხვა ინგრედიენტები ჩვენს ბურგერებს, ვრეპებს და სხვა პროდუქტებს განსაკუთერბულ ელფერს სძენენ და მომხმარებელში ჩვენი ბრენდისადმი მაღალი სანდოობის ხარისხის განაპირობებენ. ამ ყველაფერთად ერთად სწორად გათვლილი მარკეტინგული აქტივობები საბოლოოდ საინტერესო შედეგებს იძლევა და „Diamond Award 2018“ ჯილდოს მოპოვებაც სწორედ ამის აღიარებაა. ვენდის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი პროდუქტების ძალიან მაღალი ხარისხია და ბრენდის მთავარ დანაპირებს – „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“ ჩვენ არასოდეს არ ვუღალატებთ“, განაცხადა ელენე კოხრეიძემ.

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი