ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძე: ივერიის ღვთისმშობლის ხატმა თბილისსა და მცხეთას შემოუფრინა

12 მაისი, 2014 • 4075
პაატა ბურჭულაძე: ივერიის ღვთისმშობლის ხატმა თბილისსა და მცხეთას შემოუფრინა

ვერტმფრენი, რომელშიც ივერიის ღვთისმშობლისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები იყვნენ, მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან აფრინდა. ხატებთან ერთად ვერტმფრენში იყვნენ სასულიერო პირები, ანსამბლი “შვიდკაცა” და ფონდ “იავნანას” ხელმღვანელი პაატა ბურჭულაძე.

ხატები თბილისსა და მცხეთას შემოატარეს, რის შემდეგაც ვერტმფრენი მახათას მთაზე დაეშვა და მცირე ეკლესიაში დააასვენეს.

“ივერიის ღვთისმშობლის ხატმა მოიფრინა, მახათას მთიდან აბრძანდა, მცხეთას შემოვუარეთ, ჯვარს შემოუარა, შემდეგ -სვეტიცხოველს. უკანა გზაზე შიომღვიმის მონასტერს შემოუარა, შემდეგ- ზედაზენის მონასტერს, შემდეგ თბილისს შემოუფრინა და ისევ ჩამოფრინდნენ მახათას მთაზე. დღეს ღამეს დაისვენებენ აქ, ეკლესიაში და ხვალ დილით, 9 საათზე დაიწყება წირვა”,- განუცხადა პაატა ბურჭულაძემ პირველი არხს, “მოამბეს.”

ღვთისმშობლის ხატის თბილისზე შემოტარება/ პირველი არხი, მოამბე

ღვთისმშობლის ხატის თბილისზე შემოტარება/ პირველი არხი, მოამბე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12-19 მაისს “ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეულს” აღნიშნავს, რომლის ფარგლებში სიმპოზიუმი გაიმართება მარიამ ღვთისმშობლის თემაზე.

მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ეწვევიან ღვთისმსახურები და მეცნიერები. კვირის განმავლობაში სტუმრები ღვთისმშობელთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებსა და სიწმინდეებს მოილოცავენ.

საპატრიარქო აცხადებს, რომ შეხვედრები ძირითადად სამი მიმართულებით წარიმართება: ღვთისმეტყველება, ისტორია, კულტურა, რომელიც ოთხ ენაზე იქნება თარგმნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი