ახალი ამბები

II ტურში ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

1 ნოემბერი, 2018 • 1791
II ტურში ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ საარჩევნო შტაბს ქმნის.

როგორც “ქართული ოცნების” პრესსამსახურში აცხადებენ, პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცენტრალურ შტაბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისის შტაბს კი – დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად წინასაარჩევნო კამპანიაში არჩევნების პირველი ტურშიც მონაწილეობდნენ, თუმცა მაშინ ცალკე პარტიული შტაბი შექმნილი არ ყოფილა.

მეორე ტურის წინ “ოცნება” “შესაძლებლობების მობილიზებას” იწყებს

მასალების გადაბეჭდვის წესი