ახალი ამბები

ბაღდათში ქუჩიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

1 ნოემბერი, 2018 • 1248
ბაღდათში ქუჩიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

შს სამინსიტროს ცნობით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 პირი: 1997 წელს დაბადებული გ.ა., 1997 წელს დაბადებული ო.ბ., 1998 წელს დაბადებული თ.დ. და 1997 წელს დაბადებული დ. ჭ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ბაღდათში დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ბაღდათში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს, ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ ავტომანქანაში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნაქურდალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ასევე, ავტომობილი და ხელსაწყოები, რომლებიც დაკავებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს, ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი