ჩვენ არ ვიმუშავეთ საკმარისად – კარლო კოპალიანი

დეპუტატ კარლო კოპალიანის აზრით, მმართველმა გუნდმა არჩევნების მოსაგებად “საკმარისად არ იმუშავა”.

კოპალიანი მიიჩნევს, რომ მეორე ტურამდე “ოცნება” ხარვეზების გამოსწორებას მოასწრებს.

“მე ვთვლი, რომ ჩვენ არ ვიმუშავეთ საკმარისად. ჩვენმა აქტივმა, დეპუტაციამ, აბსოლუტურად ყველამ, შედეგიც სახეზეა. ვერ ვიმუშავეთ რეგიონებში და ქალაქებშიც. იცით, რომ ყველა დიდ ქალაქში ცუდი შედეგი დავდეთ, მიუხედავად იმისა, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამე გააკეთა, თუმცა შეიძლება ეს არ იყოს საკმარისი. თქვენ არ ინერვიულოთ, ერთ თვეში ყველაფერს მოვასწრებთ, ხომ გაგიგონიათ, თუკი გული გულობს…”, – განაცხადა კოპალიანმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი თვითკრიტიკულია, თუმცა ოპოზიცია მოგებული არ არის.

“ვიღაცეები რომ ზეიმობენ, მოვუგეთო, ჩვენ გავედით პირველ ადგილზე, ისინი არ არიან მოგებული. როგორც იციან ხოლმე, წაგებულს ზეიმობენ. გახსოვთ 2008 წელ,ი როცა ომი წააგეს და მეორე დღეს ზეიმობდნენ, როცა დაუმარხავი ბიჭები ეყარა ცხინვალის ქუჩებში”,- განაცხადა კარლო კოპალიანმა.

მეორე ტურის წინ “ოცნება” “შესაძლებლობების მობილიზებას” იწყებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი