ახალი ამბები

დავით საგანელიძე დარწმუნებულია, რომ მის საუბარს შსს და პროკურატურა არ უსმენდნენ

11 მაისი, 2014 • • 1337
დავით საგანელიძე დარწმუნებულია, რომ მის საუბარს შსს და პროკურატურა არ უსმენდნენ

“ეს ჩანაწერი ნამდვილად არ არის იმ სამსახურების მიერ გაკეთებული ვისაც ის ბრალდება. არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც პროკურატურას არ სჭირდება დღეს დათო საგანელიძის ჩანაწერები ჯოენის კლინიკის ინტენსიური თერაპიის პალატიდან. ეს არის იმათი გაკეთებული, ვინც თავის დროზე ხალხის და ბიუჯეტის ფულს იპარავდნენ დიდი რაოდნეობით, ყიდულობდნენ მაგ აპარატურას და ეგ აპარატურა ვის აქვს ახლა გადამალული, კაცმა არ იცის”, –განაცხადა საგანელიძემ.

 

საგანელიძე
საგანელიძე

გუშინ, 10 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში, გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” ფარული ჩანაწერები გაასაჯაროეს. გადაცემაში განაცხადეს, რომ აუდიოჩანაწერები 2013 წელსაა გაკეთებული და მასში ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ფიგურირებენ. მათ შორის ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ნაწყვეტი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრიდან. ასევე, სატელეფონო ჩანაწერი, სადაც გიგა ბოკერია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ესაუბრება, საკითხი პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტს ეხება. კიდევ ერთი ჩანაწერი დავით უსუფაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას შორის საუბარს ეხებოდა. ერთ–ერთ ჩანაწერში საგანელიძე და ფიფიაც ფიგურირებენ.

 

ამ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი