ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა მომღერლებს 500-500 ლარი უნდა გადაუხადოს

1 ნოემბერი, 2018 • 8140
სალომე ზურაბიშვილმა მომღერლებს 500-500 ლარი უნდა გადაუხადოს

საკონცერტო პროგრამის შესრულებისთვის სალომე ზურაბიშვილის შტაბმა მომღერლების ნაწილს 500-500 ლარი უნდა გადაუხადოს, ხოლო რეჟისორს- 1000 ლარი. ზურაბიშვილის კამპანიის ხარჯები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

ზოგიერთი მომღერალი ხელშეკრულებების მიხედვით 600 ლარს მიიღებს, ნაწილი – 571 ლარს, ნაწილის 240 – ლარს, ხოლო ზოგიერთი -142 ლარს.

როგორც ცნობილია, მუსიკოსებმა სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. მათ იმღერეს სპორტის სასახლეში ზურაბიშვილის შემაჯამებელ საარჩევნო შეხვედრაზე და ასევე გამოჩნდნენ კლიპშიც.

სქრინშტორები სალომე ზურაბიშვილის დეკლარაციის ვალდებულების რეესტრიდან

როგორც დეკლარაციიდან ჩანს, მუსიკალური პროგრამის რეჟისურა და ღონისძიება ბაკურ ბაკურაძემ განახორციელა.

ხელშეკრულებები 20 ოქტომბერსაა დაგეგმილი. სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი შეხვედრა სპორტის სასახლეში 25 ოქტომბერს გაიმართა.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, სალომე ზურაბიშვილმა საიმიჯო კლიპის დამზადება ორ კომპანიას დაუკვეთა (ლიმონი, აისბრეიქერი), მათგან ერთს პრეზიდენტობის კანდიდატმა 33335 ლარი უნდა გადაუხადოს, ხოლო მეორეს – 40 000 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი