ახალი ამბები

„ქართული მარში“ სალომე ზურაბიშვილს მხარს 2 პირობით დაუჭერს

1 ნოემბერი, 2018 • 11627
„ქართული მარში“ სალომე ზურაბიშვილს მხარს 2 პირობით დაუჭერს

„ქართული მარში“ II ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარს დაუჭერს, თუ ხელისუფლება შეასრულებს მათ 2 მოთხოვნას. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წარმომადგენლებმა იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ „მოსალოდნელი დესტაბილიზაციის“ გამო არჩევნებისათვის გამოცხადებული ბოიკოტი მოხსნან და საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაერთონ. ბრეგაძის შეფასებით, ხელისუფლებაში ენმ-ის დაბურნება კატასტროფა იქნება, თუმცა ხელისუფლებაც გააფრთხილა, რომ მათი არასწორი ნაბიჯებიც კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას.

სანდრო ბრეგაძემ მოძრაობის სახელით „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მიმართა და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა აღუთქვა 2 პირობის სანაცვლოდ:

  1. სასწრაფო წესით გაწვეულ იქნას მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი. დაიდოს პირობა, რომ ეს კანონპროექტი არასდროს შევა პარლამენტში.
  2. დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ოღონდ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე. ეს არის ჩვენი კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნა.

ამბის გაგრძელება:

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება “ქართული მარშის” ორ პირობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ პასუხსაც არ გასცემს, რადგან მათთვის ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია.

მდინარაძე: “ქართული მარშის” ულტიმატუმებს პასუხსაც არ გავცემთ

მასალების გადაბეჭდვის წესი