ახალქალაქში ერთ-ერთ ქუჩას შარლ აზნავურის სახელი ეწოდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ახალქალაქში ერთ-ერთ ქუჩას სახელი გადაარქვეს და სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერლის, კომპოზიტორისა და მსახიობის, შარლ აზნავურის სახელი დაარქვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია jnews ავრცელებს.

აზნავურის სახელი დაერქვა ასევე ახალქალაქში მდებარე პარკს.

ინიციატივა თავად ქალაქის მოსახლეობას ეკუთვნის.

მომღერალი და კომპოზიტორი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში, 2018 წლის 1 ოქტომბერს გარდაიცვალა. შარლ შაჰნურ ვახინაკ აზნავურიანის, იგივე შარლ აზნავურის მამა ახალციხეში დაიბადა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი