ახალი ამბები

ნინოწმინდაში მიხეილ სალუაშვილი, სავარაუდოდ, სააკაშვილში აერიათ – რადიო ნორი

31 ოქტომბერი, 2018 • 6729
ნინოწმინდაში მიხეილ სალუაშვილი, სავარაუდოდ, სააკაშვილში აერიათ – რადიო ნორი

რადიო ნორის ინფორმაციით, ნინოწმინდაში, სადაც მიხეილ სალუაშვილმა პროცენტულად ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ადგილობრივების თქმით, მიხეილ სააკაშვილში აერიათ.

რადიო “ნორის” ინფორმაციით, სალუაშვილს ნინოწმინდაში ამომრჩევლებთან არცერთი შეხვედრა არ გაუმართავს. “ნორი” დაინტერესდა რატომ მიიღო ყველაზე მეტი ხმა სალუაშვილმა ნინოწმინდაში და ადგილობრივები გამოკითხა.

სოფელ ხანჩალში “ნორს” ერთ–ერთმა ადგილობრივმა უთხრა, რომ ხმა მიხეილ სალუაშვილისთვის  არ მიუცია და არჩევანი მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა. თუმცა, როცა ჟურნალისტისგან გაიგო, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატების სიაში არ იყო, თქვა: „მე კიდევ მეგონა, რომ სააკაშვილი იყო“.

სოფელ ჯიგრაშენში ერთ–ერთი მცხოვრები კი ამბობს, რომ მან ბიულეტენში მიხეილ სააკაშვილი  ამოიკითხა, მაგრამ ხმა მისთვის არ მიუცია.

ცესკოს წინასწარი შედეგებით მიხეილ სალუაშვილმა არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით სულ 2 970 ხმა მიიღო, საერთო რაოდენობის 0.19%. უშუალოდ ნინოწმინდაში სალუაშვილმა 87 ხმა მიიღო, ანუ ოლქის მასშტაბით 0.92%.

სრულად რადიო ნორის სტატიას გაეცანით აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი