ახალი ამბებიეკონომიკარეკლამა

საქართველოს ბანკმა Fintech მიმართულების განვითარების მიზნით უნივერსიტეტებში საჯარო ლექციების სერია დაიწყო

31 ოქტომბერი, 2018 • 1873
საქართველოს ბანკმა  Fintech მიმართულების განვითარების მიზნით უნივერსიტეტებში საჯარო ლექციების სერია დაიწყო

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის  ორგანიზებით, Fintech ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, თბილისის უნივესიტეტებში საჯარო ლექციების სერია დაიწყო.  ლექციები ელექტრონული საბანკო მომსახურების სფეროში არსებული მსოფლიო ტრენდებისა და ამ სფეროში ინოვაციების დანერგვის თემატიკას მოიცავს.

 შეხვედრების სერიის დაწყების მიზანს წარმოადგენს ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს შესახებ ცნობადობის გაზრდა, სტუდენტებისათვის ამ მიმართულებით არსებული ახალი შესაძლებლობების გაცნობა. საქართველოს ბანკის ორგანიზებით პირველი შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტებს შეხვედრაზე ელექტრონული საბანკო ინოვაციების სპეციალისტებმა  გააცნეს თუ რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან მსოფლიოს წამყვანი ბანკები დიჯიტალიზაციის კუთხით, როგორ ნერგავენ ისინი ინოვაციებს და ბანკთან თანამშრომლობის რა გზები და შესაძლებლობები არსებობს ფინტექ სტარტაპებისათვის.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება და პლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომია API სენდბოქსი, მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა შექმნა სპეცილური პლატფორმა www.fintech.ge და ასევე,  ე.წ. API Sandbox – მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის უკვე ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API. 

მასალების გადაბეჭდვის წესი