ახალი ამბები

საქართველოს მოსახლეობის 99%-ს ღმერთის სწამს, ეს ევროპაში ☑︎1 ადგილია – კვლევა

31 ოქტომბერი, 2018 • 10736
საქართველოს მოსახლეობის 99%-ს ღმერთის სწამს, ეს ევროპაში ☑︎1 ადგილია – კვლევა

Pew Research Centre-ის კვლევით, საქართველოს მოსახლეობის 99% ამბობს, რომ ღმერთის სწამს, ეს ევროპაში ყველაზე მაღალი შედეგია.

ზემოხსენებული კვლევა 2015-2017 წლებში 34 ქვეყანაში ჩატარდა.

საქართველოს მოსახლეობის 50% აცხადებს, რომ რელიგია ძალიან მნიშნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში, 39% რელიგიურ რიტუალებში მინიმუმ თვეში ერთხელ მონაწილეობს, ხოლო 38% ყოველდღიურად ლოცულობს.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 73 პროცენტს ბედისწერის სჯერა, 52%-ს ავი თვალის, ხოლო 11 პროცენტს რეინკარნაციის.

 

ზემოხსენებული გამოკითხვა Pew-ს დაკვეთით საქართველოში ორგანიზაცია CESSI-იმ ჩაატარა. გამოიკითხა 1500-მდე სრულწლოვანი ადამიანი, ცდომილების ზღვარი კი +/- 3.8%-ია.

ამავე თემაზე

როცა მოსახლეობის უმეტესობას ერთდროულად სჯერა ღმერთის, ბედისწერის და ავი თვალის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი