ახალი ამბები

აშშ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად დამატებით $40 მილიონს დახარჯავს

31 ოქტომბერი, 2018 • 1281
აშშ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად დამატებით $40 მილიონს დახარჯავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ აშშ დამატებით $40 მილიონს გამოყოფს რუსეთიდან, ირანიდან და ჩინეთიდან მომდინარე დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საზღვარგარეთის ქვეყნებში.

“საერთაშორისო ჩართულობის ცენტრი” $20 მილიონს უშუალოდ დეპარტამენტისგან მიიღებს, $20 მილიონს კი – კონგრესისგან. აღნიშნული ცენტრი სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წელს დააფუძნა ტერორისტული ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მხრიდან მომდინარე დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, აღნიშნული ფული დაიხარჯება უცხო ქვეყნებში, დეზინფორმაციის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე ადგილობრივი საზოგადოებისთვის. ინიციატივა გულისხმობს ისეთი ტექნოლოგიის შეთავაზებას, რომელიც შეძლებს დეზინფორმაციის ადრეულ ანალიზსა და გაფრთხილებას. გარდა ამისა, გაზრდილი დაფინანსების მიზანი იქნება სოციალური მედიის გავლენიან აქტორებთან პარტნიორობის გაღრმავება, ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარება სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის, რათა მათ შეძლონ დეზინფორმაციასთან უკეთესი ბრძოლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი