ახალი ამბები

ვაშაძე ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებაზე – შეიწყალებს სახელმწიფო არსებული კანონმდებლობით

30 ოქტომბერი, 2018 • 3042
ვაშაძე ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებაზე – შეიწყალებს სახელმწიფო არსებული კანონმდებლობით

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ენმ-ის ყოფილი მაღალჩინონების შეწყალების სურვილი აქვს, თუმცა პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა წარიმართოს.

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მას კითხვა სწორედ ამ ფორმულირებით დაუსვეს და პასუხიც შესაბამისად გასცა:

“უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ იმით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავად განაცხადა, რომ მას არანაირი შეწყალება არ სჭირდება და მას სჭირდება, თუ ვინმეს აქვს სამართლებრივი შეკითხვები, იმის საშუალება, რომ ამ სამართლებრივ შეკითხვებს გასცეს პასუხი და სამუდამოდ დახუროს ეს საკითხები.

რაც შეეხება ყველა დანარჩენ პოლიტპატიმარს, მინდა გითხრათ: მე მკითხეს, გაქვთ თუ არა სურვილი ამის გაკეთების, რაზეც ვუპასუხე, რომ მაქვს სურვილი და აუცილებლად ვეცდები ამის გაკეთებას. მაგრამ, მოდით, გავიხსენოთ, რომ საქართველოში გვაქვს კანონმდებლობა და პროცედურა. სანამ რაიმე მოხდება, მოსმენილ უნდა იქნას, მათ შორის, პროკურატურა, რომელიც დღეს მთლიანად არის ქართული ოცნების კონტინგენტით დაკომპლექტებული. უნდა იყოს გათვლაისიწნებული იმ ადამინების აზრი, რომლებიც შეწყალების კომისიაში არიან.

მე შევიწყალებ – იმას კი არ ნიშნავს, რომ მე შევიწყალებ, შეიწყალებს სახელმწიფო იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც გვაქვს. რა, შეწყალების უფლება არ გვაქვს იმ ადამიანების, რომლებმაც თითქმის მოიხადეს სასჯელის ვადა?!” – თქვა “ხალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატმა “არჩევანში”.

9 სექტემბერს “იმედის კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ მაღალჩინოსნებს შეიწყალებს. გადაცემის ვიდეოჩანაწერში ისმის ჟურნალისტის კითხვა “შეიწყალებთ მიხეილ სააკაშვილს?”, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატი პასუხობს:

“რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს და დანარჩენ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ციხეში არიან. მერაბიშვილსაც ახალაისაც, ცააძესაც და ყველას”, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი. გადაცემის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი