ახალი ამბები

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ზურაბიშვილის შტაბში მუშაობს

30 ოქტომბერი, 2018 • 3676
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ზურაბიშვილის შტაბში მუშაობს

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობს. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს დღეს მამუკა მდინარაძემ დაუდასტურა.

დეპუტატის თქმით, გოგაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისიდან ამ დრომდე შტაბში მონიტორინგის სამსახურის უფროსად მუშაობს.

სოსო გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობა მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა.

სუს-ში არ დაუკონკრეტებიათ, თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუ გაათავისუფლეს. თუმცა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებდა, რომ გოგაშვილი ქართული ოცნების გუნდში ისევ გააგრძელებდა მუშაობას.

“მიზეზი ჩემთვის უცნობია. ვიცი, რომ ბატონმა სოსომ თავად დატოვა თანამდებობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ გააგრძელებს ქართული ოცნების გუნდის გაძლიერებას, როგორც ეს იყო მისი ჩვენს გუნდში ყოფნის ყველა მომენტში პირველივე დღიდან”, – ამბობდა წულუკიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი