ახალი ამბები

ზურაბიშვილი: პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება – ბრძოლას ვაგრძელებ

30 ოქტომბერი, 2018 • 1528
ზურაბიშვილი: პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება – ბრძოლას ვაგრძელებ

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ გეგმავს და ბრძოლას აგრძელებს.

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, პირველ ტურში პირველი ადგილის დაკავება გამარჯვებაა, რისთვისაც მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა:

“რუსთავი 2 ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა და რა, ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?! და რა, მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? არა! მგონი, არ მიცნობენ “, – ამბობს ზურაბიშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გავიდა.

ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო. მეორე ადგილზე 37,74%-ით პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე  “ევროპული საქართველოდან” (10,97%), მეოთხე კი შალვა ნათელაშვილმა დაიკავა “ლეიბორისტული პარტიიდან”(3,74%).

მეხუთე ადგილი დავით უსუფაშვილმა დაიკავა (2.26%), რომელმაც ზურაბ ჯაფარიძეს (2,26%) 3 ხმით გაუსწრო.

ვინ გახდება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, ამას ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადაწყვეტს.

ტოპ 6 კანდიდატის რეიტინგი ოლქების მიხედვით [ინფოგრაფიკი]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი