ახალი ამბები

თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე რესტორნის ეზოში ფაცხები იწვის

30 ოქტომბერი, 2018 • 1178
თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე რესტორნის ეზოში ფაცხები იწვის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე ხანძარია. საგანგებოს ცნობით, ერთ-ერთი რესტორნის ეზოში ფაცხებს ცეცხლი გაუჩნდა.

დამწვარია 50 კვ. მ. ფართი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

 

თბილისი – შეშელიძის ქუჩაზე, რესტორნის ეზოში იწვის ფაცხები

დამწვარია 50 კვ. მ. ფართი

ხანძარი ლოკალიზებულია

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on Tuesday, 30 October 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი