ახალი ამბები

რატომ დადგეს სტალინის ბიუსტი გორში

9 მაისი, 2014 • • 1329
რატომ დადგეს სტალინის ბიუსტი გორში

“ეს ძეგლი დამზადებულია თაბაშირისგან სტალინის დროინდელია, ოჯახის რელიქვია იყო მოვიტანეთ დავდგით და ღამე ავიღებთ. ამ ბიუსტს ამ მტრების ხელში როგორ დავტოვებთ? ახლაც გვეშინია ვიღაც არ მივიდეს და არ გაკრასკოს. ხალხიც ყარაულობს”, – აცხადბს კაკრიაშვილი.

 

მისივე თქმით, ამ ინიციატივას ‘ერვაზიული კავშირიც” შეუერთდა:

 

“შეგვიამხანაგდნენ იმიტომ, რომ ერთი გაგებისა ვართ და ერთი მიმართულება გვაქვს”.

 

რაც შეეხება იმას თუ რატომ გადაწყვიტეს სტალინის ბიუსტის დადგმა, კაკრიაშვილი აცხადებს: 

 

“ამერიკის შეერთებული შტატები არის ბოროტების იმპერია” – ეს ციტატა სტალინს ეკუთვნის, მაგრამ ჰოლივუდის მსახიობმა, პლაგიატმა მოიპარა ეს და საბჭოთა კავშირზე განაცხადა, რომ ეს არის ბოროტების იმპერიაო. რეიგანი ალბათ დაბადებული არ იყო სტალინმა ეს სიტყვა რომ წარმოსთქვა. თქვენ მეკითხებით რატომ დადგიო, უნდა დავდგა მაგათ გულის გასახეთქად”.

 

ნეტგაზეთის კითხვას, ხომ არ არის სტალინის ძეგლის დადგმა იმ ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელი, რომელთა ნათესავებიც სტალინის რეჟიმს დროს მოკლეს ან რეპრესირდნენ, იგი პასუხობს:

 

“საჭიროა ჩავიხედოთ წიგნებში, წავიკითხოთ ისტორია და მერე ნახეთ რა ბედნიერები იქნებიან. უნდა იკითხონ ვინ იყო სტალინი. ჰიტლერი ამბობდა ყველაზე დიდი ტყუილი, ყველაზე დამაჯერებელიაო”.

 

სტალინის ბიუსტი გორში – 09.05.14
სტალინის ბიუსტი გორში – 09.05.14

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი