ტოპ 6 კანდიდატის რეიტინგი ოლქების მიხედვით [ინფოგრაფიკი]

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გავიდა.

ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო. მეორე ადგილზე 37,74%-ით პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე  “ევროპული საქართველოდან” (10,97%), მეოთხე კი შალვა ნათელაშვილმა დაიკავა “ლეიბორისტული პარტიიდან”(3,74%).

მეხუთე ადგილი დავით უსუფაშვილმა დაიკავა (2.26%), რომელმაც ზურაბ ჯაფარიძეს (2,26%) 3 ხმით გაუსწრო.

ვინ გახდება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, ამას ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადაწყვეტს. მანამდე კი გაეცანით ტოპ 6 კანდიდატის შედეგებს ოლქების მიხედვით:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.