ახალი ამბებისამართალი

ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბი დაარბიეს

30 ოქტომბერი, 2018 • 2381
ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბი დაარბიეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის და გაერთანებული ოპოზიციის წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, ახალქალაქში არსებული გრიგოლ ვაშაძის შტაბი 30-მდე მმართველი პარტიის აქტივისტმა დაარბია, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანია დაშავებული.

ნიკა მელიას განცხადებით, დარბევას ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა მარტუნ მკოიანი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის, ენძელ მკოიანის ძმაა. ენმ დაშავებულების ფოტოებსაც და ინციდენტის ვიდეოსაც აქვეყნებს.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრის, თეონა ჭალიძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ:

ხელკეტებით დაასისხლიანეს ახალგაზრდა ბიჭები ოცნების ენზელ მკოიანის ზონდერ ნაძირლებმა. ძალიან გაბრაზებული ვარ. ეს ბიჭები მთელი დღე ოლქში ჩემ გვერდით იყვნენ!”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობას გულისხმობს.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით, ვადით ასოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებული სამუშაოთი, ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ხოლო როგორც კი რაიმე შედეგი იქნება და მოტივი დადასტურდება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიეწოდება ინფორმაცია.

 

სასტიკად გაუსწორდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ახალქალაქში!!
ხელკეტებით დაასისხლიანეს ახალგაზრდა ბიჭები ოცნების ენზელ მკოიანის ზონდერ ნაძირლებმა.
ძალიან გაბრაზებული ვარ. ეს ბიჭები მთელი დღე ოლქში ჩემ გვერდით იყვნენ!

Posted by Teona Chalidze on Tuesday, October 30, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი