ახალი ამბები

საქართველოში მუსლიმებისა და ებრალების მიმართ მიმღებლობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია – კვლევა

30 ოქტომბერი, 2018 • 4224
საქართველოში მუსლიმებისა და ებრალების მიმართ მიმღებლობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია – კვლევა

Pew Research Centre-ის კვლევით, მუსლიმების მიმღებლობის თვალსაზრისით საქართველოს  ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგი აქვს ევროპაში, ხოლო ებრაელების მიმართ ბოლო ადგილზეა.

კვლევის თანახმად, რომელიც 2015-2017 წლებში 34 ქვეყანაში ჩატარდა, საქართველოში გამოკითხულთა მხოლოდ 17% მიიღებდა მუსლიმს მისი ოჯახის წევრად, რაც ბოლოდან მე-5 შედეგია, ხოლო ებრაელების შემთხვევაში- 27%, რაც ევროპაში ბოლო ადგილია.

მაგალითისთვის, რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი ჰოლანდიის მოსახლეობის 88% ამბობს, რომ მუსლიმს ოჯახის წევრად უპრობლემოდ მიიღებდა, ხოლო ებრაელების შემთხვევაში – 96%.

ზემოხსენებული გამოკითხვა Pew-ს დაკვეთით საქართველოში ორგანიზაცია CESSI-იმ ჩაატარა. გამოიკითხა 1500-მდე სრულწლოვანი ადამიანი, ცდომილების ზღვარი კი +/- 3.8%-ია.

კვლევის ავტორების განცხადებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობა რელიგიას, როგორც ეროვნული იდენტობის უმთავრეს კომპონენტს, ნაკლებად განიხილავს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კი ეს მოსაზრება უფრო ხშირია. ამ კომპონენტშიც მოწინავე პოზიციას სომხეთი და საქართველო იკავებენ.

კვლევის მიხედვით, სომხეთში რელიგია ეროვნული იდენტობის უმთავრეს კომპონენტად მოსახლეობის 82%-ს მიაჩნია, საქართველოში კი – 81-ს.

ამავე თემაზე

საქართველოს მოსახლეობის 85%-ს სჯერა, რომ ქართული კულტურა სხვებზე უპირატესია – კვლევა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი