ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს რკინიგზამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ნინგსიას კომერციის დეპარტამენტთან გააფორმა

29 ოქტომბერი, 2018 • 1062
საქართველოს რკინიგზამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ნინგსიას კომერციის დეპარტამენტთან გააფორმა

საქართველოს რკინიგზა ნინგსიას ავტონომიური რეგიონის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კომერციის დეპარტამენტისა და ჩინური ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებს მასპინძლობს. შეხვედრის მიზანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სატვირთო მატარებლების მიმოსვლის განვითარების სფეროში თანამშრომლობა და სატვირთო გადაზიდვების ორგანიზება ქ.ინჩუანიდან – ქ.თბილისში და უკუმიმართულებით.

ოფიციალური დელეგაცია საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მიიღო. ქართული და ჩინური მხარეების ერთობლივი ღონისძიება სასტუმრო ,,ბილტმორში“ გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ ბიზნეს სექტორის წარმოადგენლები, რომლებიც ექსპორტსა და იმპორტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში/დან  ახორციელებენ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სატრანსპორტო, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და ღვინის მწარმოებლები.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა და  ნინგსიას ავტონომიური რეგიონის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კომერციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტის თანახმად, მხარეები მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე, კერძოდ, მომხმარებლებისთვის ახალი სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობების შეთავაზებაზე, ტვირთების მოზიდვასა და სერვისების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი