შეზღუდვები საბანკო სესხებზე პირველი ნოემბრიდან არ ამოქმედდება

მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა და მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, ცნობილი გახდა, რომ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შემზღუდავი რეგულაციები კომერციული ბანკებისთვის 1-ლი ნოემბრიდან არ ამოქმედდება. რეგულაციების გადავადების შესახებ ნეტგაზეთს ეროვნულ ბანკში განუცხადეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დებულების გამარტივებაზე მუშაობა მიმდინარეობს. სებ-ში ჯერ არ ამბობენ, როდის ამოქმედდება რეგულაცია. … ვრცლად შეზღუდვები საბანკო სესხებზე პირველი ნოემბრიდან არ ამოქმედდება