ახალი ამბები

ინდონეზიაში სამგზავრო ბოინგი ზღვაში ჩავარდა – ბორტზე 188 ადამიანი იმყოფებოდა

29 ოქტომბერი, 2018 • 2550
ინდონეზიაში სამგზავრო ბოინგი ზღვაში ჩავარდა – ბორტზე 188 ადამიანი იმყოფებოდა

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტიდან აფრენილი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 Max 8, რომელიც ადგილობრივ ავიაკომპანია Lion air-სეკუთვნოდა, აფრენიდან მალე ზღვაში ჩავარდა. თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა. ბორტზე 188 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის- ორი ბავშვი და ერთი ჩვილი.

ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა გადარჩენილები, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მათ ზღვაში უკვე იპოვეს დამსხვრეული თვითმფრინავის მოტივტივე ნაწილები და მგზავრების პირადი ნივთები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავმა კავშირი დაკარგა ავიადისპეჩერებთან, რის შემდეგაც მალევე დადასტურდა მისი ჩამოვარდნა.

The Lion air არის ინდონეზიური ბიუჯეტური ავიაკომპანია. ზოგადად, აზიურ ავიაკომპანიებს სერიოზული პრობლემები აქვთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაზეც ავიაინციდენტებისა და კატასტროფების მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს. თავად ამ ავიაკომპანიის თვითმფრინავი ზღვის ნაპირთან ახლოს წყალში 2013 წელსაც ჩამოვარდა, თუმცა მაშინ თვითმფრინავის 108-იე მგზავრი გადარჩა.

რაც შეეხება Boeing 737 Max 8-ს, ეს არის ახალი თაობის თანამედროვე სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც 2016 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე, თუმცა მას შემდეგ გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რაც მის ტექნიკურ გამართულობას უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი