ახალი ამბები

მიხეილ [გელა] სალუაშვილმა პრეზიდენტის არჩევნებში 2957 ამომრჩევლის ხმა მიიღო

29 ოქტომბერი, 2018 • 1787
მიხეილ [გელა] სალუაშვილმა პრეზიდენტის არჩევნებში 2957 ამომრჩევლის ხმა მიიღო

28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა 2957 ხმა მიიღო.

ეს ცესკოს წინასწარი მონაცემია, რომელიც საარჩევნო უბნების 98.89% შედეგებს ასახავს.

მიხეილ [გელა] სალუაშვილი, რომელიც პარტიის “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე” პრეზიდენტობის კანდიდატია, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას. მაშინ 1376 ხმა მიიღო.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე აკაკი ასათიანმა – ტრადიციონალისტთა კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

პრეზიდენტის არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს წინასწარი შედეგებით არცევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი