ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში გახსნილ უბანში არჩევნები წააგო

29 ოქტომბერი, 2018 • 3288
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში გახსნილ  უბანში არჩევნები წააგო

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანში არჩევნები გრიგოლ ვაშაძესთან წააგო.

საზღვარგარეთის #40 საარჩევნო უბანში სალომე ზურაბიშვილმა  35 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი- 41.

22 ხმა მიიღო “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, 16 ხმა- “გირჩის” ზურაბ ჯაფარიძემ, 12 ხმა კი- დავით უსუფაშვილმა.

28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგანაც ხმების 50% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

კანდიდატების წინასწარი შედეგები კი ნახეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი