ახალი ამბები

თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან ხუთი ვაშაძემ მოიგო, ხუთი ზურაბიშვილმა

29 ოქტომბერი, 2018 • 3205
თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან ხუთი ვაშაძემ მოიგო, ხუთი ზურაბიშვილმა

ცესკოს წინასწარი მონაცემით [[დათვლილია ყველა უბანი], თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან ხუთში ენმ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. ხუთ საარჩევნო ოლქში მოიპოვა გამარჯვება სალომე ზურაბიშვილმაც, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატადაა რეგისტრირებული, თუმცა მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” უჭერს მხარს.

თუმცა, ჯამში, ვაშაძემ თბილისში 104567 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი- 99414. 

ვაშაძემ თბილისში მოიგო კრწანისის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გლდანის საარჩევნო უბნები, სალომე ზურაბიშვილმა კი მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო, ჩუღურეთი და დიდუბე.

პრეზიდენტობის კანდიდატების შედეგები თბილისის ოლქებში. წყარო: ცესკოს წინასწარი მონაცემი; 29 ოქტომბერი, 2018


ცესკოს წინასწარი მონაცემით, დათვლილია თბილისის ყველა საარჩევნო უბანი.

რაც შეეხება მთელ საქართველოს, წინასწარი მონაცემით [უბნების 69.07%ვაშაძემ 37.26%, ხოლო ზურაბიშვილმა 39.07 % მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი