სამნიძე: რესპუბლიკური პარტია მეორე ტურში ვაშაძეს დაუჭერს მხარს

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში რესპუბლიკური პარტია მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს.

ამის შესახებ მან 29 ოქტომბერს “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“პირველ ტურში მე ხმა მივეცი, ისევე როგორც ბევრმა სხვამ ჩვენი პარტიიდან, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და მეორე ტურშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ხელისუფლების წინააღმდეგ და მხარს დავუჭერთ გრიგოლ ვაშაძეს”, – განაცხადა სამნიძემ.

28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით არცევნების მეორე ტური გაიმართება, რადგანაც ხმების 50%-ის დაგროვება ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო. წინასწარი შედეგებით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, მმართველი “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი, მეორე ადგილზე კი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი