ახალი ამბები

ზურაბიშვილი – 38.63%; ვაშაძე – 37.74% – დათვლილია უბნების 99.95% – ცესკოს წინასწარი შედეგები

29 ოქტომბერი, 2018 • 4748
ზურაბიშვილი – 38.63%; ვაშაძე – 37.74% – დათვლილია უბნების 99.95% – ცესკოს წინასწარი  შედეგები

“ცესკო” საპრეზიდენტო არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

29 ოქტომბრის 11:00 საათისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99.95% –   3 703 საარჩევნო უბანი 3705-დან.

შედეგები ასეთია:

  • სალომე ზურაბიშვილი – 38.63% (615 403 ხმა);
  • გრიგოლ ვაშაძე –  37.74% (601 175 ხმა);
  • დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა);
  • შალვა ნათელაშვილი –  3.76% (59 805 ხმა);
  • ზურაბ ჯაფარიძე – 2.26% (35 971 ხმა);
  • დავით უსუფაშვილი – 2.26% (36 005  ხმა).

ამ შედეგების მიხედვით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, ვინაიდან 50%-იან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ლახავს.

მეორე ტურის გარდაუვლობაზე  ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა.

“ცესკოს” წინასწარი შედეგებით, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

მასალების გადაბეჭდვის წესი