საპრეზიდენტო არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა ძირითადმა ნაწილმა საარჩევნო ბიულეტენში მისთვის სასურველი კანდიდატი შემოხაზა.
ამავე დროს, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უბნებზე გამოცხადდნენ, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ხმა არავისთვის მიეცათ და ბიულეტენები გაებათილებინათ. მათმა ნაწილმა სიას ახალი კანდიდატები შეჰმატა, ნაწილმა კი მოკლე და გასაგები მინაწერებით გამოხატა გულისწყრომა წარმოდგენილი პოლიტიკოსებისადმი.
ბათილი და ამავე დროს სახალისო ბიულეტენების ფოტოებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს.