ახალი ამბები

მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ მხარს – ბაქრაძე

28 ოქტომბერი, 2018 • 1136
მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ მხარს – ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე დამარცხებას აღიარებს და არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში მხარდაჭერას გრიგოლ ვაშაძეს უცხადებს.

“ევროპული საქართველო” და მე პირადად ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მიზნის მიღწევა ამ არჩევნებზე ვერ მოხერხდა. ეგზიტპოლები ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად გაზრდილი მხარდაჭერისა, ევროპულმა საქართველომ” და მე, როგორც კანდიდატმა, ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც იყო ამ არჩევნებზე გამარჯვება”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, “ევროპული საქართველოს” და “რუსთავი 2”-ის კვლევებიც ადასტურებს, რომ ძალიან მაღალი ალბათობით მეორე ტური იქნება. ბაქრაძემ  “ევროპული საქართველოდან” კომისიის წევრებს მოუწოდა, ბოლომდე შეასრულონ საკუთარი მოვალეობა.

“ჩვენ შესაბამისი მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ბრიუსელში “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა ამ პარტიებს შორის, ჩვენ ვასრულებთ ამ მემორანდუმის ბოლო პუნქტს. თუ დაჯდება სურათი, რომელსაც გვაჩვენებს კვლევა, თუ იქნება მეორე ტური და მეორე ტურში გავა  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მას დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ზურაბიშვილი – 40%, ვაშაძე – 40%, ბაქრაძე 10% – რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი