სამივე ეგზიტპოლის შედეგები ერთად

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტპოლები ჩაატარეს “ქართულმა ოცნებამ”, “ევროპულმა საქართველომ” და “რუსთავი 2”-მა. სამივვე ეგზიტპოლი შეიცავს წინასწარ მონაცემებს და საბოლოო შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ცესკოს პირველად შედეგებს, აღნიშნული მონაცმეების გამოქვეყნებაც შუაღამიდან დაიწყება და დილამდე გაგრძელდება.

“ევროპული საქართველოსა” და “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლის შედეგებით, აუცილებელი ხდება არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, ხოლო რაც შეეხება “ოცნების” ეგზიტპოლს, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებული ზურაბ ბიგვავას კომპანია “ფისქოპროექტმა” ჩაატარა, სალომე ზურაბიშვილს აქვს ხმების 50%-ზე მეტი, რაც მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობას გამორიცხავს.

ეგზიტპოლის შედეგები ასე გამოიყურება:

რუსთავი 2-ის დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა კვლევითმა ორგანზიაცია “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა. სწორედ აღნიშნულ კომპანიას დაუკვეთა რუსთავი 2-მა ეგზიტპოლის ჩატარება 2010, 2012 და 2017 წლების არჩევნებზე.

რუსთავი 2-ის ცნობით, ეს არის წინასწარი, დღის 4 საათისთვის არსებული მონაცემები. სრული შედეგები კი მოგვიანებით გამოქვეყნდება. ეგზიტპოლის ეს შედეგები ნიშნავს, რომ უნდა გაიმართოს არეჩევნების მეორე ტური.

რაც შეეხება “ფსიქოპროექტს”, რომელსაც ეგზიტპოლი “ოცნებამ დაუკვეთა, არის ზურაბ ბიგვავას მიერ დაფუძნებული კვლევითი კომპანია. თავად ბიგვავა კი უკვე წლებია, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

“ევროპული საქართველოს” დაკვეთით ეგზიტპოლი კვლევითმა ორგანიზაცია BCG-იმ ჩაატარა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.