ზურაბიშვილი – 40%, ვაშაძე – 40%, ბაქრაძე 10% – რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი

უკვე გამოქვეყნდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები.

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლით, პრეზიდენტობის კანდიდატების შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • სალომე ზურაბიშვილი – 40%;
  • გრიგოლ ვაშაძე – 40%;
  • დავით ბაქრაძე – 10%;
  • ზურაბ ჯაფარიძე – 2%;
  • დავით უსუფაშვილი – 2%;
  • შალვა ნათელაშვილი – 3%;

რუსთავი 2-ის დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა კვლევითმა ორგანზიაცია “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა. სწორედ აღნიშნულ კომპანიას დაუკვეთა რუსთავი 2-მა ეგზიტპოლის ჩატარება 2010, 2012 და 2017 წლების არჩევნებზე.

რუსთავი 2-ის ცნობით, ეს არის წინასწარი, დღის 4 საათისთვის არსებული მონაცემები. სრული შედეგები კი მოგვიანებით გამოქვეყნდება. ეგზიტპოლის ეს შედეგები ნიშნავს, რომ უნდა გაიმართოს არეჩევნების მეორე ტური.

როგორც “ედისონ” რისერჩი აცხადებს, ცდომილების ზღვარია 3%. გამოკითხვა ჩატარდა 115 საარჩევნო უბანზე და დათვლილია 10 ათასზე ემტი ბიულეტენი.

“ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები კი რადიკალურად განსხვავდება რუსთავი 2-ის ეგზიტპოლისგან.

ზურაბიშვილი – 52.3%, ვაშაძე – 28.1%, ბაქრაძე 9.2% – “ქართული ოცნების” ეგზიტპოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.