გოგი წულაია: ვწრიალებ 8 საათის შემდეგ, მეორე ტური გარანტირებულია (ვიდეო)

პრეზიდენტობის კანდიდატ კახა კუკავას საარჩევნო შტაბის ხელძღვანელი გოგი წულაია დარწმუნებულია, რომ ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს ხმების 50%-ზე მეტის მოგროვებას და მეორე ტური აუცილებლად გაიმართება.

“მთელი დღე, 8 საათის მერე ვწრიალებ და მეორე ტური გარანტირებულია”, – უთხრა წულაიამ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, თუ მეორე ტური არ ჩატარდა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოში ბოლოჯერ იმართება საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევთ. საარჩევნო უბნები გაიხსნა დილის 8 საათზე და 20 საათამდე ღია იქნება. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მიღება, მაშინ საუკეთესო შედეგის ორ კანდიდატს შორის გაიმართება არჩევნების მეორე ტური.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.