ახალი ამბები

ილია მეორემ არჩევნებზე ხმა კვლავ მარკირების გარეშე მისცა

28 ოქტომბერი, 2018 • 3653
ილია მეორემ არჩევნებზე ხმა კვლავ მარკირების გარეშე მისცა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა თბილისის 67–ე საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა.

ილია მეორემ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა, წინა არჩევნების მსგავსად, წელსაც მარკირების გარეშე მიიღო, მაშინ როცა საქართველოს კანონმდებლობით ეს სავალდებულო პროცედურაა.

პატრიარქი საარჩევნო უბანზე მოსაყდრე შიოსთან ერთად მივიდა და ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარში საქართველო დალოცა.

მთავარი ფოტო: ილია მეორე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 2017 წელს. ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი