ახალი ამბები

ბაქრაძე: ჩვენი ამოცანაა, დღეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე

28 ოქტომბერი, 2018 • 957
ბაქრაძე: ჩვენი ამოცანაა, დღეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე

პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ უკვე მისცა ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში. მან არ ისაუბრა იმ დარღვევების შესახებ, რაც წინ უძღოდა საარჩევნო კამპანიას. როგორც ამბობს, დღეს “არ უნდა დავაფრთხოთ ამომრჩეველი და ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე, რათა შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ”.

თუმცა, ბაქრაძემ “ქართული ოცნება” გააკრიტიკა იმის გამო, რომ შემდეგ პრეზიდენტს მოქალაქეები უკვე არა პირდაპირი წესით, არამედ არაპირდაპირ, პარლამენტი დაამტკიცებს.

“ქართული ოცნების მხრიდან პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმებას ვაფასებდი და ვაფასებ უარყოფითად და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხმა არ მივეცით ახალ კონსტიტუციას. ეს ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას ეშინია ხალხის არჩევანის და მას სურს, როიმ მხოლოდ საკუთარი უმრავლესობით მართოს ქვეყანა ხალხის ნებისა და პირდაპირი არჩევნების გარეშე”.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოში ბოლოჯერ იმართება საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევთ. საარჩევნო უბნები გაიხსნა დილის 8 საათზე და 20 საათამდე ღია იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი