ახალი ამბები

არჩევნები 2018: პრეზიდენტობისთვის 25 კანდიდატი იბრძვის

28 ოქტომბერი, 2018 • 1192
არჩევნები 2018: პრეზიდენტობისთვის 25 კანდიდატი იბრძვის

პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც დღეს, 28 ოქტომბერს იმართება, სულ 25 კანდიდატი მონაწილეობს. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) გაიხსნება დილის 8 საათიდან და ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეეძლებათ 20 საათამდე. ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.

ნახეთ, ვის შორის უნდა გააკეთონ არჩევანი ამომრჩევლებმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში:

  1. #1 მიხეილ ანთაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
  2. # 2 დავით ბაქრაძე -ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის
  3. # 4 ვახტანგ გაბუნია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
  4. #5 გრიგოლ ვაშაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  5. #10 შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  6. #13 ზვიად მეხატიშვილი – საქართველოს ქრისტიან- კონსერვატიული პარტია
  7. #17 გიორგი ლილუაშვილი – “საქართველო”
  8. #18 აკაკი ასათიანი  – ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
  9. # 21 კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო
  10. # 22 ოთარ მეუნარგია – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
  11. # 23 ირაკლი გორგაძე – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის
  12. # 25 დავით უსუფაშვილი – თავისუფალი დემოკრატები
  13. # 27 ზვიადი ბაღდავაძე – სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო
  14. # 28 მიხეილ სალუაშვილი – სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე
  15. # 30 ზვიად იაშვილი – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)
  16. # 31 თამარი ცხორაგაული -თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა
  17. # 35 გელა ხუციშვილი -საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
  18. # 36 ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი
  19. # 40 ლევან ჩხეიძე – ახალი ქრისტიან-დემოკრატები
  20. # 48 სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი [მხარს უჭერს “ქართული ოცნება]
  21. # 49 ბესარიონ თედიაშვილი – დამოუკიდებელი
  22. # 51 გიორგი ანდრიაძე – დამოუკიდებელი
  23. # 58 კახაბერ ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი
  24. # 62 ვლადიმერ ნონიკაშვილი – დამოუკიდებელი
  25. # 65 თეიმურაზ შაშიაშვილი – დამოუკიდებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი