ახალი ამბები

ქართველ მომღერალთა ნაწილი არ ადასტურებს, რომ მოსკოვში კონცერტზე იმღერებს

27 ოქტომბერი, 2018 • 8425
ქართველ მომღერალთა ნაწილი არ ადასტურებს, რომ მოსკოვში კონცერტზე იმღერებს

სტატია ჩასწორდა, ვინაიდან მომღერალთა ნაწილმა განაცხადა, რომ აფიშა მათთან შეუთანხმებლად მომზადდა და მოსკოვში კონცერტში მონაწილეობას არ აპირებს.

მოსკოვის საკონცერტო დარბაზ “ვეგას სითი ჰოლის” ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა აფიშა, რომელზეც წერია, რომ 13 ნოემბერს ქართველი მომღერლების მონაწილეობით რუსეთს დედაქალაქში კონცერტი იგეგმება. მომღერალთა ნაწილმა ცნობა უკვე უარყო.

აფიშის მიხედვით, კოცერტში, სახელწოდებით “ქართული მუსიკის საღამო”, მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები მერაბ სეფაშვილი, სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე, ლაშა ღლონტი, ნინო ჩხეიძე, ნატო გელაშვილი, ბესო კალანდაძე, გია სურამელაშვილი და ანსამბლი “ქართული ხმა” თამთა ცქვიტავასთან ერთად. ანონსის თანახმად, ღონისძებას ასევე შეუერთდებიან თამარ გვერდწითელი, დიანა ღურცკაია და ბესო კალანდაძე.

“პირველად თანამედროვე ისტორიაში, ვარსკვლავთა ასეთი კომპოზიცია ქართველი მომღერლების შემადგენლობით ერთ სცენაზე მოიყრის თავს”, – ვკითხულობთ ანონსში.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სიაში მყოფ მომღერალთა ნაწილი, რომელთაც უარყვეს, რომ მოსკოვში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ. მათ შორის არიან ანრი ჯოხაძე, სოფო ხალვაში, ლაღა ღლონტი და ნინო ჩხეიძე.

"ქართული მუსიკის საღამპოს" აფიშა

“ქართული მუსიკის საღამპოს” აფიშა

მასალების გადაბეჭდვის წესი