ახალი ამბები

სროლა აშშ-ში, სინაგოგასთან – არიან დაღუპულები

27 ოქტომბერი, 2018 • 1340
სროლა აშშ-ში, სინაგოგასთან – არიან დაღუპულები

აშშ-ში, პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში მდებარე სინაგოგასთან კაცმა ცეცხლი გახსნა. როგორც The Guardian ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ინციდენტის შედეგად რვა ადამიანია დაღუპული. პოლიცია კი მსხვერპლს ადასტურებს, თუმცა რიცხვს არ აკონკრეტებს.

სროლა პიტსბურგის სინაგოგაში ცოტა ხნის წინ, ადგილობრივი დროით, 09:45-ზე მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. ის უკვე დაკავებულია, რამდენიმე პოლიციელმა კი სროლის შედეგად დაზიანება მიიღო.

ფოტო: CNN

ადგილობრივი ტელეკომპანია KDKA-ს ასევე წერს, რომ ეჭვმიტანილი “თეთრკანიანი კაცია წვერით”, რომელიც ინციდენტისას ყვიროდა: “ყველა ებრაელი უნდა მოკვდეს”. არხისვე ცნობით, პოლიციასთან დაპირისპირებისას ის დაშავდა.

შემთხვევას უკვე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან ტვიტერზე დაწერა:

“სამართალდამცავები ადგილზე არიან. Squarrel Hill-ის(უბნის სახელი) მოსახლეობა სახლში უნდა დარჩეს. ჩანს, რომ მრავალრიცხოვანი მსხვერპლია. უფრთხილდით თავდამსხმელს. ღმერთი დალოცავს ყველას”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი