“ომეგამ” ვალის ნაწილი დაფარა, თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა

“ომეგა ჯგუფის” თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. “ნეტგაზეთს” შემოსავლების სამსახურში უთხრეს, რომ “ომეგა ჯგუფმა” 26 ოქტომბერს გადაიხადა 1 მილიონი ლარი და ითხოვა წარმოების განახლების უფლება, რათა “შეძლოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და წარმოების გაგრძელება”. ომეგას, ფინანსთა სამინისტროს თანახმად, 50 მილიონზე მეტი ვალი ჰქონდა. საუბარია “ომეგა ჯგუფის” კომპანია “ოჯთ”-ზე, რომელიც თამბაქოს ბიზნესშია. შემოსავლების სამსახურის … ვრცლად “ომეგამ” ვალის ნაწილი დაფარა, თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა