ახალი ამბები

სარალიძის მხარდასაჭერ აქციას “თეთრი ხმაურის მოძრაობაც” უერთდება

26 ოქტომბერი, 2018 • 1848
სარალიძის მხარდასაჭერ აქციას “თეთრი ხმაურის მოძრაობაც” უერთდება

ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე მომუშავე ჯგუფი “თეთრი ხმაურის მოძრაობა” უერთდება ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციას.

“სარალიძისა და მაჩალიკაშვილის პროტესტის ჩახშობა დღეს სამართლიანობისთვის ბრძოლის უკანასკნელი ნაპერწკლის ჩაქრობას ნიშნავს”, — წერს ჯგუფი ფეისბუკზე.

19:00-დან თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს სარალიძის მხარდასაჭერად. იგი დღეს, 26 ოქტომბერს, დააკავა პოლიციამ.  სარალიძე ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

შსს-მ ზაზა სარალიძის მიმართ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

მანამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები ზაზა სარალიძეს კვლავ არ აძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ძალადობის ესკალაცია შსს-ს მიერ კონსტიტუციის დარღვევამ გამოიწვია.

ძალადობის ესკალაცია შსს-ის მიერ კონსტიტუციის დარღვევამ გამოიწვია – NGO-ები სარალიძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი